"ცხოველები კი არა ადამიანები დავკარგეთ"

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ცხოველი აგრესიულია, სახელმწიფო ვალდებულია კანონის ფარგლებში იმოქმედოს.

მისი თქმით, ადამიანის სოცოცხლე უპირველესი საზრუნავია.

„მე ვესაუბრე ზოოპარკის დირექტორს, რომელმაც მითხრა, რომ სამწუხაროდ, რამდენიმე ცხოველი დავკარგეთ, მაგრამ ასეთი წყალდიდობის შემდეგ, ცხოველები კი არა ადამიანები დავკარგეთ ჩვენ, ჩვენთვის ადამიანი ყველაზე ძვირფასია. მე ცხოველიც მიყვარს, მაგრამ ყველაზე დიდი საზრუვანი ადამიანია. ცხოველი, მითუმეტეს თუ ის აგრესიულია და წარმოადგენს საფრთხეს ადამიანებისთვის, სახელმწიფო ვალდებულია, რომ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ყველა გაქცეული არ არის ნაპოვნი, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ რამდენიმე მათგანი დამხრჩვალია და ვინაიდან ტალახის მასა საკმაოდ დიდია ჯერ ვერ ხერხდება მათი პოვნა, მაგრამ პოლიცია არის მობილიზებული და ძებნა ხორციელდება ინტენსიურად. ბევრი ცხოველის გადარჩენა შევძელით და მათი დაბრუნება უვნებლად ზოოპარკში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„თბილის დღეს არის ისეთი შეკრული, როგორც არასდროს. ვისურვებდი, რომ ასეთი ერთიანები ვიყოთ ყოველთვის“, - დასძნა პრემიერმა.