ბიძინა ივანიშვილი მზადაა დედაქალაქს ახალი ზოოპარკის მშენებლობაში დაეხმაროს

ბიძინა ივანიშვილი მზადაა დედაქალაქს ახალი ზოოპარკის მშენებლობაში დაეხმაროს

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს.

"ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტარგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს. საზოგადოება "მოქალაქე" არსებულ მდგომარეობას სწავლობს და მუშაობს ქალაქის თანადგომის კონკრეტულ გეგმაზე და ყველაფერს გააკეთებს დაზარალებულთა დასახმარებლად. საზოგადოება ასევე გამოთქვმას მზადყოფნას, დაეხმაროს დედაქალაქს ახალი ზოოპარკის მშენებლობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.