ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსამდივნო საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. "ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. ჩვენი ფიქრები თავს დასტრიალებს მსხვერპლებსა და მათ, ვინც თბილისში ამ მომაკვდინებელი დატბორვის შედეგები საკუთარ თავზე იწვნია. ჩვენი საგანგებო სიტუაციათა კოორდინირების ცენტრი ახლოდან აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ჩვენ კავშირი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან და მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს სტიქიის შედეგების დაძლევაში, რომელმაც იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე, მძიმე დარტყმა მიაყენა დედაქალაქის ინფრასტრუქტურას და დააბრკოლა ქალაქში საბაზისო სამსახურების მუშაობა", - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსამდივნოს განცხადებაში.