„მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას“

„მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას“

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოხდება შესწავლა თუ რამ გამოიწვია პრობლემები და შესაბამისი დასკვნა საჯარო გახდება.

მისი თქმით, მოსახლეობის მხრიდან ისმის განცხადებები, რომ წლების განმავლობაში მდინარის სამაგრის სამუშაოები არ ტარდებოდა.

„პრობლემების მოგვარების პარალელურად ვმუშაობთ იმაზე, რომ დავადგინოთ გამომწვევი მიზეზები, თუ რატომ მოხდა ასეთი სტიქია. ამის წინასწარ განჭვრეტა რთული იქნებოდა, ჩვენ არ ვართ იმ კონდიციაში, რომ წინასწარ მოსალოდნელი საფრთხე განვჭვრიტოთ. ამას სჭირდება კარგი გაანაზილება, დღეს ბევრს საუბრობენ ახალი გზის თაობაზე და იმაზე, რომ გვირაბები არასწორად იქნა განთავსებული, მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხზე და არ მინდა, რომ დამატებით სპეკულაციები შევიტანო, თუმცა კომპეტენტური ჯგუფი რომელიც შეისწავლის ამ საკითხს და დადებს საბოლოო დასკვნას ეს გასაჯაროვებული იქნება. მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას, იმ ადამიანების რომლებმაც წლების განმავლობაში არ მიაქციეს, თუ ეს რა თქმა უნდა გამოიკვეთა, ყურადღება ამ მდგომარეობას. ნაპისამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ტარდებოდა, მდინარის კალაპოტი არ იყო მოვლილ მდგომარეობაში, თუმცა წინასწარ საუბარი ამ თემაზე მართებული არ იქნებოდა. საზოგადოებას წარვუდგენთ საბოლოო სურათს, თუ რამ გამოიწვია ეს მიზეზები", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.