პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში მსგავსი შემთხვევა არასდროს არ ყოფილა.
მისი თქმით, ყველა ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ყველა სამინისტროს გადანაწილებული აქვს ფუნქციები.
„ძალიან რთული ვითარებაა თბილისში, მე გეტყვით, რომ ასეთი არ ყოფილა არასდროს. ჩვენ გუშინვე ძალიან მობილიზებულად დავიწყეთ რეაგირება. გეტყვით, რომ გუშინ დილის ხუთ საათზე ჩავატარე პირველი თათბირი. შექმენით საგანგებო შტაბი, ფუნქციები ყველა სამინისტროს გადავუნაწილეთ. მინდა ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა, ვინც თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ამ სამუშაოების, პრობლემების აღმოფხვრა და მოსახლეობის დახმარება. მაშველები არიან მართლაც გმირები, რომლებიც თავდაუზოგავად გმირულად მუშაობენ. ახალგაზრდების შემართება არის გასაოცარი. მთელი დღის მანძლზე ძალიან დიდი შემართებით მუშაობენ ახალგაზრდები პოლიციელებთან ერთად, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს. მერიას გამოეყო 10 მილიონი ლარი, ეს არ იქნება საკმარისი, თუმცა პირველ ეტაპზე საკმარისია. ჯამში ეს ჩვენ დაგვიჯდება დაახლოებით 40-50 მილიონი ლარი", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, არცერთი დაზარალებული ოჯახი უყურადღებოდ არ დარჩება.
"სვანაძის ქუჩაზე ვიმყოფებოდი, სადაც დანგრეული სახლები, ზარალი დიდია. მე მათ შევპირდი, რომ არეცრთი ოჯახი უყურადღებოდა არ დარჩება. გავაკონტროლებ სიტუაციას, რომ არცერთი უჯახი უყურადღებოდა არ დარჩეს. მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესმენებს, ისინი ჩართულები არიან, საქართველოს მთელი მოსახლეობა გაერთიანებულია ამ პრობლემის ირგვლივ. ამ მომენტისთვის 12 ადამიანია გარდაცვლილი, ოფიციალური მონაცემებით. დაახლოებით 20 ადამიანს ვეძებთ. ესაა ყველაზე დიდი დანაკლისი. დანარჩენი რაც არის ეს ყველა პრობლემა მოგვარებადია და აღმოიფხვრება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.