ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს მთავრობას დახმარება შესთავაზა

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს მთავრობას დახმარება შესთავაზა

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი თბილისში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით, ის ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს ხელისუფლებას შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით დახმარებაც შესთავაზა.

"შეძრული ვარ თბილისში მომხდარი ტრაგედიით. მთელი გულით ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. თვალყურს ვადევნებ განვითარებულ მოვლენებს. ვიცი, რომ ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებს. ვესაუბრე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. მივუსამძიმრე და მათ დახმარება შევთავაზე", - აღნიშნა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.