ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, უწყება ცდოლობს მაქსიმალურად მოკლე დროში აღადგინოს ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიწოდება.
მისი თქმით, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებრირები მოგლეჯილია, შესაბამისად ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.
"გუშინ ჩვენ გვქონდა დაზიანება, რომელიც მდებარეობს იმ ადგილზე სადაც მდინარე ვერე უერთდება მდინარე მტკვარს სანაპიროზე. იქ არსებული ჯებირები მოგლეჯილია. დაზიანებულია „ვერე 1“, „ვერე 2“ ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ემსახურებოდა 22 ათას აბონენტს, მათგან 20 ათასი დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობაა, ათასხუთასი მთაწმინდის, 600 კი საბურთალოს რაიონშია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღის ბოლომდე შევძლოთ ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ რომ დავასრულოთ სამუშაოები. გაზმომარაგების კუთხითაც გარკვეული პრობლემები შეიქმნა, ვერეს ხეობაში გამავალი 500 მილიმეტრიანი გაზსადენი ფაქტიურად მოგლეჯილია და მდინარემ წაიღო. ამ დროისთვის არ მიეწოდება გაზი საბურთალოს მოსახლეობას, ასევე ახალდაბას მოსახლეობას, იქ არსებული ვითარების გამო და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დროულად აღვადგინოთ და შევძლოთ ბუნებრივი აირის მიწოდება ადგილობრივ მოსახლეობისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.