ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე არ გამორიცხავს, რომ შექმნილი მდგომარეობით ვინმეს ბოროტად ესარგებლა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ცხოველები თავს ესხმოდენ ადამიანებს, მაშინ მათი ლიკვიდაცია გასაგებია.
"იმ შემთხვევაში, თუ მტაცებელი თავს ესხმოდა ადამიანს, მაშინ მისი ლიკვიდაცია გასაგებია. მაგრამ ბევრი რაღაცეები გარკვევას მოითხოვს ამასთან დაკავშირებით. ზუსტად ვიცი, რომ ცხოველების დახოცვის ბრძანება გაცემული არ ყოფილა, უბრალოდ ზოგიერთმა პირმა არსებულ ვითარებაში ბოროტად ისარგებლა", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ცნობისთვის, ზოოპარკში ადასტურებენ, რომ ლომის, სახელად შუმბას ლიკვიდაცია განხორციელდა.