საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა, ირინა იმერლიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, თბილისში საგანგებო სიტუაციის აღმოსაფხვრელად გამოყენებული იქნება, გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური სარდლობა. ასევე, ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდლობა.
"საქართველოს პრეზიდენტმა, ისევე, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით გამოსცა ბრძანება, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. ბრძანების მიხედვით, შექმნილ სიტუაციაში გამოყენებული იქნას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა", - აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.