„პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტში მოძებნის რეზერვს იმისათვის, რომ საერთო პროცესში ჩავერთოთ“

„პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტში მოძებნის რეზერვს იმისათვის, რომ საერთო პროცესში ჩავერთოთ“

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, ხვალ პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები იმ თანხის რაოდენობას დაადგენენ, რასაც პარლამენტი დაზარალებულთა დასახმარებლად გაიღებს

მისივე თქმით, დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

„ჩვენ გამოვნახავთ ფინანსურ რესურსს იმისთვის, რომ მივმართოთ დაზარალებულთა დასახმარებლად. ამ ხალხს სჭირდება საცხოვრებელი ადგილები. აგრეთვე, ამ ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისთვის პარლამენტში საკუთარ ბიუჯეტში მოვძებნით რეზერვს იმისათვის, რომ საერთო პროცესში ჩავერთოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა გმირთა მოედანზე მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა და ტერიტორიაზე მომუშავე მოხალისეებს შეხვდა.