თბილისის მერიისთვის 10 მილიონი ლარი გამოიყოფა

თბილისის მერიისთვის 10 მილიონი ლარი გამოიყოფა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მერიისთვის თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით, შესაბამის განკარგულებას დღეს მოეწერება ხელი.

„საქართველოს მთავრობის განკარგულება არის მომზადებული, მე ამას ხელს დღეს მოვაწერ. კერძოდ, საქმე ეხება 10 მილიონის ლარის გამოყოფას, თბილისის მერიასთვის, რათა მიმდინარე სამუშაოები დაფინანსდეს“, -  განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ თბილისში არცერთი ოჯახი ყურადღების გარეშე არ დარჩება.