ამერიკის საელჩო უსამძიმრებს ყველას, ვისაც

ამერიკის საელჩო უსამძიმრებს ყველას, ვისაც "ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობა შეეხო"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს. "შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს ყველას, ვისაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თბილისში მომხდარი გამანადგურებელი წყალდიდობა შეეხო. ვგლოვობთ 12 ადამიანის დაღუპვას. ამ საღამოს ელჩი ნორლანდი მერ ნარმანიას ესაუბრა.

ელჩმა დაადასტურა ჩვენი მზადყოფნა, დავეხმაროთ მთავრობასა და ხალხს იმ დროს, როდესაც ისინი გარდაცვლილებს გლოვობენ, დაშავებულებს მკურნალობენ და ბუნებრივი კატასტროფისაგან მიყენებულ დანაკარგებსა და ზარალს ითვლიან", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.