ზოოპარკიდან გაქცეული ორი დათვის ბელი ვარკეთილის ტერიტორიაზე იპოვნეს და აიყვანეს, - აღნიშნული ინფორმაცია ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს პრემიერსა და მინისტრთა კაბინეტს კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მიაწოდა.
ნარმანიას განცხადებით, ცხოველები, რომლებიც ზოოპარკიდან არიან გაქცეულიები, ნახევარზე მეტის უკან დაბრუნება მოხდა, თუმცა სამუშაოები კვლავ გრძელდება.
"ჩვენდა სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანის ლიკვიდაცია მოგვიწია, ვინაიდან საფრთხეს წარმოადგენდნენ. გაფანტულობის რადიუსი არის ძალიან მაღალი. ვთქვათ ერთი საათის წინ ორი დათვის ბელი ვარკეთილის ტერიტორიაზე იქნა დაკავებული და აყვანილი. ვაკის პარკში და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე ნაფეხურებია აღმოჩენილი და იმ ტერიტორიაზე არიან მობილიზებული შესაბამისი სამსახურები. ცხოველები, რომლებიც ზოოპარკიდან არიან გაქცეულიები, ნახევარზე მეტი უკან არის შემობრუნებული", – განაცხადა დავით ნარმანიამ.