სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახები 10 ათას ლარს მიიღებენ

სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახები 10 ათას ლარს მიიღებენ

თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მთავრობამ დახმარება გამოუყოს.

ამის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური  თითოეული ოჯახისთვის დაკრძალვის ხარჯებისთვის  5 ათასი ლარის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

თუმცა ამაზე პრემიერმა არნიშნა, რომ 10 ათასი ლარის გამოყოფა უმჯობესია.

„თითოეულ ოჯახს 10 ათასი ლარი გამოუყავით“, - აღნიშნა პრემირმა.