დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანება 37 ადამიანმა მიიღო

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანება 37 ადამიანმა მიიღო

ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანება 37 ადამიანმა მიიღო. ამ დროის მდგომარეობით, მკურნალობას მხოლოდ 5 პაციენტი გადის, რადგან სხვები გაწერილი არიან სამკურნალო დაწესებულებებიდან.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, 5 პაციენტის მდგომარეობა არის სხვადასხვა სიმძიმის. ძირითადად, საშუალო ხარისხის და მხოლოდ ერთ პაციენტს აქვს მრავლობითი ტრავმა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, დაზიანებულთა შორის არც ერთი არასრულწლოვანი არ არის.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი მონაცემები იცვლება და საბოლოო მონაცემები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.