მდინარე ვერეს ხეობიდან საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილ 25-მდე ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ადგილობრივებმა განაცხადეს, ადიდებულმა მდინარემ მათი საცხოვრებელი სახლები მთლიანად დაანგრია და ისინი უსახლ-კაროდ დარჩნენ. მათივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ უსაფრთხო ადგილზე დაბინავებას დაჰპირდნენ.