ეროვნული ბანკი ფინანსთა მინისტრის თხოვნას ეხმაურება და მზადყოფნას გამოთქვამს საბანკო გადარიცხვები არ შეაფერხოს.
როგორც ქადაგიძის უწყებაში აღნიშნავენ, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საჭიროების შემთხვევაში საბანკო გადარიცხვები არ შეფერხდეს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად შესრულდება ყველა გადარიცხვა. ამისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი და საბანკო სექტორი სრულ მზადყოფნაშია“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში .