საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს, 16:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში, თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შტაბის წევრები მთავრობის მეთაურს სტიქიის ზონაში მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და შემდგომი რეაგირების გეგმას შეიმუშავებენ.