ქვეწარმავლები ეგზოტერიუმიდან არ გაქცეულან

ქვეწარმავლები ეგზოტერიუმიდან არ გაქცეულან

თბილისის ზოოპარკის ეგზოტერიუმის თანამშრომლის, თეკლა კენჭაძის განცხადებით, ქვეწარმავლები ეგზოტერიუმიდან არ გაქცეულან. როგორც კენჭაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ზოოპარკში გუშინდელი სტიქიის შედეგად მხოლოდ ეგზოტერიუმი გადარჩა. მისივე თქმით, გველების გაქცევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გუშინდელი სტიქიისას ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ.