შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ახალდაბადან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.
შსს-ს ინფორმაციით, მაშველებმა სულ 16 მოქალაქე, ძირითადად ქალბატონები და ბავშვები გამოიყვანეს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის გამო, ახალდაბასთან გზის საფარი მოიშალა და მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. შსს-ს თანამშრომლები სასაზღვრო პოლიციის ვერმფრენით კიდევ ერთ რეისს განახორციელებენ და ყველა მოქალაქეს გამოიყვანენ.