საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა თბილისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დახმარებას ისრაელის კომპანიებს სთხოვს

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა თბილისში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დახმარებას ისრაელის კომპანიებს სთხოვს

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა წუხელ თბილისში ძლიერი სტიქიის შედეგად მოქალაქეთა დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"ვიზიარებ მწუხარებას მომხდარის გამო და დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა მაქსიმალურად გვერდში ამოუდგება დედაქალაქის მერიასა და მთავრობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში. ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისში მომუშავე ისრაელურ კომპანიებს, რათა პირველ ეტაპზე დახმარება აღმოუჩინონ და ყურადღება მიაქციონ მათი ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში დახმარება შევთავაზეთ~, _ ნათქვამია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, ისრაელის სახლის დამფუძნებლის, იციკ მოშეს მიერ დღეს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნეს პალატის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე მოვლენების გამო ბიზნეს პალატა დედაქალაქის მერიასთან მუდმივ კავშირში იქნება. იციკ მოშე მიმართავს თბილისის მერს, ხვალ შეკრიბოს ბიზნესისა და საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების წარმომადგენლები, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ სტიქიის სალიკვიდაციო პროცესში მერიის მაქსიმალური მხარდაჭერა.