სვანიძის ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მივიდნენ.
30-მდე სტუდენტი დაზარალებულ მოსახლეობას სახლების ტალახისგან გაწმენდაში და სხვადასხვა ღონისძიებებში დაეხმარება.
როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა, ავთანდილ ადეიშვილმა განაცხადა, პირველ ეტაპზე 30-მა სტუდენტმა მოახერხა მობილიზება დაზარალებულების დასახმარებლად, თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებიც დღის განმავლობაში აპირებენ შეკრებას და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადგილებზე გადანაწილებას.
ამასთან, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მოუწოდებენ მოქალაქეებს დაეხმარონ დაზარალებულებს და მივიდნენ დატბორილ ადგილებზე.