ვერეს ხეობაში დატბორილ სასაფლაოზე ჭირისუფლები საკუთარი ახლობლების საფლავებს ეძებენ

ვერეს ხეობაში დატბორილ სასაფლაოზე ჭირისუფლები საკუთარი ახლობლების საფლავებს ეძებენ

მდინარე ვერეს ხეობაში დატბორილ სასაფლაოზე ჭირისუფლები საკუთარი ახლობლების საფლავებს ეძებენ.

მდინარე ვერეს ხეობაში არსებული საფლავების ნაწილი დატბორილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ადიდებულმა მდინარემ საფლავების ნაწილი წაიღო.

ვერეს ხეობაში წყლის დონემ 3 მეტრამდე დაიწია, რამაც შესაძლებელი გახადა, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.