ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზოოპარკში მტაცებლების დიდი ნაწილი პრაქტიკულად აღარ დარჩა

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზოოპარკში მტაცებლების დიდი ნაწილი პრაქტიკულად აღარ დარჩა

ზოოპარკში მტაცებლების დიდი ნაწილი პრაქტიკულად აღარ არის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. 

მათი ინფორმაციით, დაკარგული და ლიკვიდირებულია 20 მგელი, 8 ლომი, თეთრი ვეფხვები, ვეფხვები, აფთრები და იაგუარები. ასევე 17-დან მხოლოდ სამი პინგვინია გადარჩენილი. 
მათი ინფორმაციით, ცხოველთა ნაწილი ლიკვიდირებულია, ნაწილი კი - დაკარგული. 

საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გადარჩნენ ზოოპარკის ბინადრები, რომლებიც ზოოპარკის ზედა მხარეს არიან მოთავსებულები, მათ შორის - გველები, სპილოები, ზებრები, ირმები, ლამურები, ცხენები, პონები, აზავერები და თხები.