წყნეთი-ბეთანიის გზაზე მთის მასა ჩამოწვა

წყნეთი-ბეთანიის გზაზე მთის მასა ჩამოწვა

წყნეთი-ბეთანიის გზაზე მთის დიდი მასაა ჩამოწოლილი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, მთიდან გარკვეული მეწყრული მასის ჩამოწოლა გრძელდება. 
ბეთანიის გზაზე საავტომობილო გზის ჩახერგვისა და მეწყერის საშიშროების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. 

რაც შეეხება მეწყრის შედეგად დაშავებულებს, არსებული ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებულია. მათ კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ. დაშავებულები მაშველებმა სტიქიის ზონიდან კოჯრის მხრიდან გაიყვანეს.