წყნეთის მონაკვეთზე რამდენიმე მეწყერია ჩამოწოლილი

წყნეთის მონაკვეთზე რამდენიმე მეწყერია ჩამოწოლილი

წყნეთის გზატკეცილის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერია ჩამოწოლილი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ჩამოწოლილ მასას საავტომობილო გზის ნაწილი აქვს დაფარული. 

მეწყრის შედეგად ჩამოწვა კლდის მასა. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. გარკვეულ მონაკვეთებზე ასევე გადაწოლილია ჯებირები.

ამასთან, წყნეთის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის დადსტურებული ინფორმაციით, სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმე დაკარგულად ითვლება.