რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტიქიის შედეგად დაშავებული 10 ადამიანია მოთავსებული

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტიქიის შედეგად დაშავებული 10 ადამიანია მოთავსებული

თბილისში ძლიერი სტიქიის შედეგად, რესპუბლიკურ სავადმყოფოში 10 დაშავებულია მოთავსებული. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური სავადმყოფოს პრესსამსახურიდან აცნობეს, პაციენტებს ძირითადად დაჟეჟილობები და ნაკაწრები აღენიშნებათ. დაშავებულებს გამოკვლევები უტარდებათ. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მდგომარეობა არც ერთ მათგანს არ აღენიშნება. 

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვერ ადასტურებენ, არიან თუ არა დაშავებულთა შორის ბავშვები.