ვახუშტის ხიდთთან გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა

ვახუშტის ხიდთთან გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში ვახუშტის ხიდთთან გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. 

მათი ინფორმაციით, გზის ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც მაშველები აცხადებენ, მომხდარი ძლიერი წვიმის შედეგად კოლექტორში წყლის დონის მომატებამ გამოიწვია.