რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 15 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა გაწმენდით და პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ–დან დილის 07:00 სთ–მდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ხოლო დღე–ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მისივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზით განხორციელდება.