რომის პაპი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და უგანდაში აპირებს გამგზავრებას

რომის პაპი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და უგანდაში აპირებს გამგზავრებას

რომის პაპი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და უგანდაში აპირებს გამგზავრებას. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, თავად პაპმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას სურს აფრიკაში ვიზიტის ფარგლებში კენიასაც ეწვიოს, თუმცა, გარკვეული პრობლემების გამო, ჯერ არ იცის ზუსტად მოახერხებს თუ არა ამ ქვეყანაში ჩასვლას.

პონტიფიკოსი აფრიკაში გამგზავრებას ნოემბერში გეგმავს. ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება აღნიშნულ კონტინენტზე მას შემდეგ, რაც ის 2013 წელს რომის პაპად აირჩიეს.

რომის პაპი ივლისში ასევე გეგმავს ეკვადორის, ბოლოვიისა და პარაგვაის მონახულებას, ხოლო სექტემბერში კუბასა და აშშ-ში ვიზიტს.