აშშ-ს სადაზვერვო სამსახურისა და სამხედრო პერსონალის მონაცემებზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურისა და სამხედრო პერსონალის მონაცემებზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურისა და სამხედრო პერსონალის მნიშვნელოვან მონაცემებს ჰაკერები თავს დაესხნენ.

"ბიბისის" ცნობით, ჰაკერებს წვდომა ჰქონდათ მნიშვნელოვან პირად ინფორმაციაზე, მათ შორის ფინანსურ ისტორიებზე, საკონტაქტო ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობა ეჭვობს, რომ ჰაკერებს ჩინეთთან აქვთ კავშირი.

აშშ-ს სახელმწიფო უწყებებზე მსგავსი კიბერთავდასხმები ბოლო პერიოდში გახშირდა. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევის გამო, პენტაგონის ოფიციალურმა ვებგვერდმა მუშაობა დროებით შეაჩერა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერმა არმიამ აიღო. მსგავსი ინციდენტი აშშ-ში გასულ კვირასაც მოხდა. მაშინ ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ჩინელმა ჰაკერებმა ფედერალური მთავრობის კომპიუტერებზე კიბერთავდასხმა განახორციელეს. თუმცა, ჩინურმა მხარემ ბრალდებები კატეგორიულად უარყო.