„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ რუსთავის ორგანიზაცია რუსთავის მერიას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ რუსთავის ორგანიზაცია რუსთავის მერიას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა რაციონალურ წინადადებას, რომელიც მოსახლეობისაგან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან მომდინარეობს,  იგნორირება გაუკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქ. რუსთავში, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მრავალი სოციალური პრობლემა ვლინდება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ყველა რაციონალურ წინადადებას, რომელიც მოსახლეობისაგან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან მოდის,  იგნორირება გაუკეთა. მეტიც, ჩვენი გაფრთხილებისა და წინადადებების  შეთავაზების იგნორირებით, მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას, რომ მათთვის საღი აზრის გათვალისწინება, მოსახლეობის საოციალურ პრობლემათა დაძლევაზე ორიენტირება, ფაქტიურად ქალაქზე მმართველობის დაკარგვის ტოლფასია.

ჩვენ ჩვენის მხრივ მაქსიმალურად ვაგრძელებთ საზოგადოებისთვის ისეთი პრობლემური  საკითხების გადაჭრის  შეთავაზებას, რომელთა დაძლევაც ქალაქის მმართველობიდან დიდი დანახარჯების გაღებას არ უკავშირდება, სამაგიეროდ, რეზულტატი საგრძნობი იქნება და ჩვენი თანამოქალაქეები შეძლებენ უფრო მეტად ჩართულნი და ინფორმირებულნი იყვნენ ქალაქში მიმდინარე პროცესებში. 

აქედან გამომდინარე, ჩვენ ისევ ვთავაზობთ ქალაქის საკრებულოს და მერიას ღია გახადონ საკრებულოს სხდომები, დაიწყოს სხდომათა პირდაპირ ეთერში გადაცემა, ხელმისაწვდომი იყოს მერიის სამსახურების ელექტრული მისამართები მათთან პირდაპირი კონტაქტისათვის, ხოლო  მათგან მომავალი პასუხები უნდა იყოს ლეგიტიმური (ქალაქის მერიისგან აღნიშნული მოთხოვნაზე, პასუხი იყო „მოგვწერონ წერილი და გავცემთ პასუხსო“, ეს იმ დროს როცა პრემიერ-მინისტრის ოფისიც კი ღიაობაზე და საჯარო ინფორმაციის, ელექტრონული ფორმით სწრაფ მიწოდებაზეა ორიენტირებული).

აღნიშნული  გარდა, მოვითხოვთ, რომ მერიამ გამონახოს სასწრაფოდ სახსრები და ზაფხულის პერიოდში ორგანიზება გაუკეთოს შემდეგ საკითხს - სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ის  ბავშვები, ვინც ქალაქიდან ვერ გადიან, ქალაქში არსებული  საცურაო აუზებში უფასო საშვით დააფინანსდნენ.

ამის გარდა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურების მონაწილეიბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განსაკუთრებული პროგრამები შემუშავდეს, რათა მათ ქალაქის ზაფხულის გაუსაძლისი პირობები შედარებით იოლად გადაიტანონ, ხოლო შშმ ბავშვებისთვის პროგრამაში აუცილებლად შევიდეს საცურაო აუზების მონახულება. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისაკენ, რომელიც მორალურ და ფსიქოლოგიურ სტიგმას განიცდის და მათი არსებობა ქალაქს ხელმძღვანელობას წელიწადში მხოლოდ ერთხელ ახსენდებათ“, - ნათქვამია პარტია  „საქართველოს ევროპელ დემოკრატების“ რუსთავის ორგანიზაციის განცხადებაში.