კავკასიის შავიზღვისპირა კურორტებზე რუსი დამსვენებლების რაოდენობა შემცირდება

კავკასიის შავიზღვისპირა კურორტებზე რუსი დამსვენებლების რაოდენობა შემცირდება

კავკასიის შავიზღვისპირა კურორტებზე წელს რუსი დამსვენებლების რაოდენობა იკლებს. ამის შესახებ რუსული კვლევითი-ანალიტიკური ცენტრი "ლევადა-ცენტრი" იტყობინება.

ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, წელს კავკასიის შავიზღვისპირა კურორტებზე გამოკითხულთა მხოლოდ 5 პროცენტი აპირებს დასვენებას, მაშინ როდესაც გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 12 პროცენტს შეადგენდა. სამაგიეროდ ყირიმში წამსვლელ რუს დამსვენებელთა რიცხვი წელს 3-დან 5 პროცენტამდე მოიმატებს. ამასთან გამოკითხულთა 19 პროცენტი არ გეგმავს დასასვენებლად წასვლას, 27 პროცენტი კი აპირებს სახლში დარჩენას და საშინაო საქმეებით დაკავებას.

მსგავს სოციოლოგიურ გამოკითხვებს "ლევადა-ცენტრი" 1997 წლის შემდეგ თითქმის ყოველ წელს ატარებს.