არსენ ავაკოვმა და ეკა ზღულაძემ კიევის ახალი საპატრულო პოლიცია წარადგინეს

არსენ ავაკოვმა და ეკა ზღულაძემ კიევის ახალი საპატრულო პოლიცია წარადგინეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა და მისმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ კიევის ახალი საპატრულო პოლიცია წარადგინეს.

ღონისძიების ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებსა და უკრაინულ მედიაში გავრცელდა. კიევის ახალი საპატრულო პოლიციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

"პირველად შეიკრიბა ყველა ერთად, 1916 ახალი პოლიციელი კიევში - შესანიშნავი, ახალგზარდა და მოტივირებული პოლიციელები", - დაწერა ავაკოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

კიევის საპატრულო პოლიციას გენერალი ალექსანდრ ფაცევიჩი უხელმძღვანელებს. ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ის უკრაინაში პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.