ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში თავდასხმის შედეგად 17 სამართალდამცველი დაიღუპა. "ალ-ჯაზირას" ცნობით, ასობით თალიბი მებრძოლი პოლიციის შენობას თავს დაესხა.
გავრცელებული ცნობით, 20-მდე დაშავებულია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
თალიბები ავღანეთის ძალოვან სტრუქტურებზე, უცხოელებსა და ნატო-ს სამხედროებზე თავდასხმას ხშირად ახორციელებენ. ყოველწლიურად მსგავსი ინციდენტების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება.