გიორგი აბაშიშვილი - სახეზეა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულების დარღვევა

გიორგი აბაშიშვილი - სახეზეა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულების დარღვევა

სახეზეა ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულების დარღვევა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. აბაშიშვილი დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.

მისივე განმარტებით, მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, ნათლად წერია, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხების გადასინჯვის ნაწილში, აუცილებელია ევროპის ცენტრალური ბანკის და მთლიანად ევროკავშირის ჩართულობა. 

"ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია და მიგვაჩნია, რომ საჭიროა რეალური კონსულტაციები, ანუ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების EBRD, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჩართვა, რაც ასოციების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული. უფრო მეტსაც გეტყვით, გარდა ასოცირების დღის წესრიგისა, არსებობს ასოცირების დღის წერიგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, რასთან მიმართებაშიც მთავრობას გამოცემული აქვს განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრმიერ-მინისტრი. აღნიშნულ განკარგულებაში ნათლად წერია, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხების გადასინჯვის ნაწილში აუცილებელია ევროპის ცენტრალური ბანკის და მთლიანად ევროკავშირის ჩართულობა. ეს წერია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 2015 წელს უნდა შესრულდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პრემიერის ხელმოწერილი მთავრობის განკარგულება იქნას შესრულებული", - განაცხადა აბაშიშვილმა. 

რაც შეეხება უშუალოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე ნებისმიერი ტიპის კონსულტაცია და დისკუსია მნიშვნლეოვანია და ამიტომაც ის კონსულტაციების გამართვას ნებისმიერ ფორმატში მიესალმება. 

"კონსულტაცია გაიმართა პარლამენტის საფინანსო-სანიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის და მისი მოადგილის ინიციატივით. ცხადია, ჩვენ ნებისმიერ ფორმატში მივესალმებით კონსულაციებს, რადან ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩველმა.