მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბაქოში კომუნიკაცია არ შემდგარა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბაქოში კომუნიკაცია არ შემდგარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბაქოში კომუნიკაცია არ შემდგარა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადეს. 

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის დედაქალაქში გუშინ "ბაქო 2015- პირველი ევროპული თამაშები" გაიხსნა, რომლის გახსნის ცერემონიასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების გარდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრო.