კოლუმბიაში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიაში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიის პროვინცია ნარინოში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია. 

"ბიბისის" ცნობით, ინციდენტი ეკვადორის საზღვართან ახლოს მოხდა. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, თავდასხმა რადიკალური მემარცხენე დაჯგუფება "ფარკის" წევრებმა განახორციელეს. 

დაჯგუფება "ფარკი" 1964 წელს შეიქმნა, მას ათასობით წევრი ჰყავს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ისინი ქვეყანაში სოციალური სამართლიანობისთვის იბრძვიან. დაჯგუფება ხელისუფლებას ებრძვის.

კოლუმბიის მთავრობის განცხადებით, "ფარკი" ქვეყანაში უამრავ აფეთქებაზე და თავდასხმაზეა პასუხსმგებელი. გასულ წელს მთავრობამ და ამბოხეულებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, რამდენიმე თვის წინ "ფარკმა" ზავი დაარღვია და ათი კოლუმბიელი სამხედრო მოკლა.