დონის როსტოვში უკრაინის საკონსულოს შენობას თავს დაესხნენ

დონის როსტოვში უკრაინის საკონსულოს შენობას თავს დაესხნენ

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში უკრაინის საკონსულოს შენობას უცნობი პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ რუსული მედია უკრაინის კონსულ ალექსანდრ კოვტუნზე დაყრდნობით იტყობინება. 
"მათ დაამსხვრიეს მინები მთელი შენობის ირგვლივ. ამას გარდა, შენობას კვერცხები, პომიდვრები და სხვა ნივთები დაუშინეს", - განაცხადა უკრაინის კონსულმა. 

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილას პოლიცია მივიდა, თუმცა, თავდამსხმელები არ დაუკავებიათ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს ჯერ არ აკეთებს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.