აზერბაიჯანში პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

აზერბაიჯანში პირველი ევროპული თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

ბაქოში უკვე დაიწყო პირველი ევროპული თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარეობს.

მასში მონაწილეობენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა ქვეყნების ლიდერები. ბაქოში იმყოფება საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პირველ ევროპულ თამაშებზე მედლების 253 კომპლექტისთვის სპორტის 20 სახეობაში 6 ათასზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს.