სახელმწიფო მინისტრის პოსტი მთიანი რეგიონის განვითარების საკითხებში სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შეიქმნება

სახელმწიფო მინისტრის პოსტი მთიანი რეგიონის განვითარების საკითხებში სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შეიქმნება

ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, "პოზიცია სახელმწიფო მინისტრი მთიანი რეგიონის განვითარების საკითხებში" სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწისიდან შეიქმნება.

ამის შესახებ ვოლსკი Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს.

"პოზიცია "სახელმწიფო მინისტრი მთიანი რეგიონის განვითარების საკითხებში" და არა "მთის მინისტრი", სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწისიდან მეტწილად ადმინისტრაციულ სფეროში არსებული რესურსების ხარჯზე შეიქმნება და კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფოს ძალისხმევას მთიანი რეგიონის დემოგრაფიული გადარჩენის, ეკონომიკური, ინფრასტრუქრურული განვითარების საკითხებს. ამ მიმართებით სახელმწიფო პროგრამა უნდა განხორციელდეს. მთიანი, საზღვრისპირა რეგიონების განვითარებას, იქ მოსახლეობის შენარჩუნებას საგანგებო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ-სტრატეგიული თვალსაზრისითაც", - აცხადებს ვოლსკი.