ვანში

ვანში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ვანში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული კომისიის წევრებმა პირველი შეხვედრა ვანის ბაზარში გამართეს. მათ გამოჩენას პროტესტი მოჰყვა. ხმაური ქალაქის ცენტრში გაგრძელდა, სადაც ადგილობრივებმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს პარტიის ბანერის დაკიდების საშულება არ მისცეს. მოქალაქეებმა მათ პლაკატები დაუხიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს. ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობდა.

როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მათ უნდოდათ მედიისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ ვანის გამგებლის ნათესავებზე, მათ სამუშაო ადგილებზე.

"მაგრამ ხედავთ, რომ ბანერები დაამტვრიეს. თავიდან არ მოგვცეს საერთოდ რაიონში მუშაობის საშუალება. მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, აქ არიან მხოლოდ გამგებლის ნათესავები მოსულები", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.