მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, კირილ გაბურიჩიმ გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იტყობინება. "მე არ ვარ პოლიტიკოსი , მე ვარ მენეჯერი, ქვეყანას კი პოლიტიკური სისტემის ცვლილება სჭირდება", - განაცხადა მან.
გაბურიჩმა მოლდოვის პრემიერის პოსტი თებერვალში დაიკავა. იგი ბიზნესმენია. კვირის დასაწყისში მან გადადგომისკენ მოუწოდა, ასევე გენერალურ პროკურორს და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს იმის გამო, რომ მათ ვერ გადადგეს ეფექტური ნაბიჯები მოლდოვის სამი ბანკიდან 1 მილიარდ დოლარის გაქრობის საქმესთან დაკავშირებით.