საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეს 10 დეპუტატი დაასახელა, რომლებიც პარლამენტის სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენენ.
უსუფაშვილის ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 101 გაცდენა კობა ნაყოფიას აქვს, გიორგი ვაშაძეს - 66; ემზარ მკოიანისა და ზაზა კედელაშვილს - 74-74; როლანდ ახალაიას -80; დავით ბეჟუაშვილს - 82, გოდერძი ბუკიას - 91; გოგი ლიპარტელიანს - 93; რამაზ ნიკოლაიშვლს-94, აზერ სულეიმანოვს - 96.
"თუ მათ რამე პრობლემა აქვთ ოჯახური მდგომარეობის გამო, ჩვენ მათთან უნდა ვიყოთ. მესმის ისიც, რომ ჩემი სიტყვები ცინიკურად ჟღერს. ვთხოვ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ "ოჯახური მდგომარეობის გამო", რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, ამოღებულ იქნას პარლამენტის რეგლამენტიდან", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთნ, ოჯახური მდგომარეობის გამო პარლამენტის სხდომების გაცდენა, რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, შესაძლოა, პარლამენტის რეგლამენტიდან ამოიღონ.