საქართველოს პრეზიდენტს გია გვიჩიანი არ შეუწყალებია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მსჯავრდებულის ძმამ, ლევან გვიჩიანმა განუცხადა.
"როგორც გავარკვიეთ, პრეზიდენტს გია გვიჩიანის შეწყალებაზე ხელი არ მოუწერია", - განაცხადა ლევან გვიჩიანმა.
შეწყალების კომისიამ პრეზიდენტს "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებული გია გვიჩიანის შეწყალების რეკომენდაციით მიმართა.
გვიჩიანს უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სააპელაციო სასამართლომ კი, რამდენიმე თვის წინ, მას სასჯელი ვადიანით შეუცვალა და 15 წლით განუსაზღვრა, საიდანაც ნახევარზე მეტი გვიჩიანს მოხდილი აქვს.
გია გვიჩიანს ბრალად ედება 2002 წელს, "თელასის" მენეჯერის" ნიკა ლომინაძის მკვლელობა. გვიჩიანი აღნიშნული ბრალდებით, 2006 წელს დააკავეს და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი თავს უდანაშაულოდ სცნობს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ციხეს 180 დატოვებს.