კრწანისის სასწავლო ცენტრთან სამხედრო მოსამსახურე ჩამომხრჩვალი იპოვეს

კრწანისის სასწავლო ცენტრთან სამხედრო მოსამსახურე ჩამომხრჩვალი იპოვეს

22 წლის გ. კ., რომელიც კრწანისის სასწავლო ცენტრში მსახურობდა, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, თოკით ჩამომხრჩვალი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი თბილისი-წითელი ხიდის მე-17 კმ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კრწანისის სასწავლო ცენტრის გადასახვევთან არსებულ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

გარდაცვლილი გ.კ. ლაგოდეხში ცხოვრობდა.