პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის კორექტირების დეტალებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის კორექტირების დეტალებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

ეკონომიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით დეტალებზე კონსულტაციები გრძელდება, - ამის შესახებ აბაშიშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, გეგმავს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის შემცირებას.

"მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, ყოველგვარი კორექტირების გარეშე, ასე ვთქვათ, ერთობლივი კორექტირების გარეშეც, ჩვენი მხრიდან მოხდა მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა. ამ ნაწილშიც ჩვენი მხრიდან იყო გამოთქმული მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. გრძელდება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით დეტალებზე", - განაცხადა აბაშიშვილმა.