"ბიზნეს ინსაიდერი"- აშშ ერაყში დამატებით 450-ზე მეტ სამხედროს გააგზავნის

აშშ ერაყში დამატებით 450-ზე მეტ სამხედროს გააგზავნის. ამის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერის" ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები ერაყის უსაფრთხოების ძალებს გაწვრთნაში დაეხმარება იმისათვის, რათა მათ ქალაქ რამადის ისლამისტებისგან გათავისუფლება შეძლონ.

ამ დრომდე აშშ-მა ერაყში 3 000-ზე მეტი სამხედრო პერსონალი უკვე გააგზავნა. თუმცა, ისინი ბრძოლაში უშუალო მონაწილეობას არ იღებენ.

პენტაგონის ცნობით, აშშ ყოველდღიურად "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში 9 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს.

აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიცია ავიაიერიშებს ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში აგვისტოს შემდეგ ახორციელებს.