მალაიზიური ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა ავსტრალიის ქალაქ მელბურნში საგანგებო დაფრენა განახორციელა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
ავსტრალიური მხარის ცნობით, ლაინერი მელბურნიდან კუალა ლუმპურისკენ მიემგზავრებოდა. თუმცა, აფრენიდან რამდენიმე წუთში მის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა, რაც საგანგებო დაშვების მიზეზი გახდა.
დაფრენა წარმატებით განხორციელდა, არავინ დაშავებულა. ბორტზე დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.