პარლამენტი

პარლამენტი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების განხილვას იწყებს

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილების განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. ამ საკითხზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის , იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.

სხდომის დაწყებამდე ქუთაისის პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის ავტორები - გია ჟორჟლიანი და ირაკლი ტრიპოლსკი, თბილისის ვიცე-მერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ბრიფინგს გამართავენ. 

დედაქალაქის მთავრობა გარკვეულ გადაწყვეტილებებს საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე მიიღებს. ეს ძირითადად თბილისის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროს ეხება, სადაც თბილისის აღმსარულებელი ორგანოს ავტონომიურობა იზრდება. ამას "ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ტრიპოლსკიმ და დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა წარუდგინეს, რომელიც ამჟამად პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობს.

ამ თემაზე დედაქალაქის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განხაცდება გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ქონების მართვისა და განკარგვის სფეროსთან მიმართებაში "ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები დედაქალაქს, როგორც მუნიციპალიტეტს გაააძლიერებს.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომზადებული ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები იზრდება, შესაძლებლობა ეძლევა, პასუხისმგებლობის ის წილი, რომელიც მას აქვს, ეკონომიკის სამინისტროს და სახელმწიფოს ნაცვლად, საკუთარ თავზე აიღოს.